ახალი წლის ღამეს თბილისში მეტროსა და ავტობუსის სამუშაო საათები იზრდება

ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს დედაქალაქში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის განრიგი ერთჯერადად იზრდება. თბილისის მერმა, მ რამდენიმე დღის წინ, 26 დეკემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ამ გადაწყვეტილების შესახებ.
· მეტრო 00:00 საათის ნაცვლად ბოლო მგზავრს მიიღებს 03:00 საათზე;
· ის ავტობუსები, რომლებიც ბოლო სადგურებიდან 23:00 საათისთვის გადიოდნენ, 4 საათის დაგვიანებით დაასრუელებენ მუშაობას;
· გარდა ამისა, 03:00 საათამდე იმუშავებს რიყე-ნარიყალას საბაგიროც.
გაზრდილი სამუშაო დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება.
თბილისის მერმა იმავე დღეს, ასევე, თქვა, რომ 6 იანვრის ღამეს, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს, მეტრო კვლავ 03:00 საათამდე იმუშავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: ბევრი ვერც კი აცნობიერებს რას ნიშნავს ორი მთავარი რუსული ნავთობკომპანიის აშშ-ს მიერ დასანქცირება. ესაა კოშჩეის გულში ჩარჭობილი დანა, რომელიც სისხლისგან დაცლის ამ ურჩხულს-მაკა ასათიანის ყულევს მოკითხვა!

შსს – სამართალდამცველებმა მისაქციელში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში კუსტარული ლაბორატორიიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს – დაკავებულია ორი პირი

პოლიციამ თემქის დასახლებაში, მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის გიგა ავალიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, კიდევ ერთი პირი პირი დააკავა