ირანში ბევრი მოქალაქე გავიდა საპროტესტო აქციების დროს დაღუპული თავისი ოჯახის წევრების და ნათესავების საფლავებზე პოლიციის გაძლიერებული კონტროლისა და მზარდი დაძაბულობის მიუხედავად.
ირანის დასავლეთში, ქურთისტანის პროვინციის დედაქალაქ სანანდაჯში, უსაფრთხოების ძალების მკაცრი კონტროლის მიუხედავად, ბევრი ის ოჯახი, რომელთა წევრებიც დაიღუპნენ საპროტესტო აქციების დროს, გავიდა თავიანთი ახლობლების საფლავებზე ირანული “ახალი წლის” მოახლოებასთან ერთად, რომელიც 2024 წელს გაზაფხულის დადგომას, 20 მარტს, ემთხვევა.
სოციალურ ქსელების გავრცელებულ ფოტოები და ვიდეოები ასახავენ ცნობილი ადამიანების განსასვენებელ ადგილებს.
მწუხარებისა და ხსოვნის ერთ-ერთი გამოხატულება იყო სინა ნადერის ოჯახი ქერმანშადან. ის ერთ-ერთი იყო იმ ასეულობით დემონსტრანტიდან, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს სხვადასხვა გარემოებაში დაიღუპნენ. ოჯახმა ნავროზობის ტრადიციული „ჰაფთ-სინის“ სუფრა თავისი ნათესავების საფლავზე გააწყო, რითაც ერთმანეთს შეერწყა „ახალი წლის“ აღნიშვნა და გლოვა ახლობლების დაკარგვის გამო.
ირანში 2022 წლის სექტემბერში ახალგაზრდა ქურთი ქალის, პოლიციის მიერ თავსაფრის არასწორი ტარების გამო დაკავებული, მაჰსა ამინის გაურკვეველ ვითარებაში – სიკვდილს მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები, რომლებიც გადაიზარდა ანტისამთავრობო ფართო მასშტაბიან დემონსტრაციებში მთელ ირანში. ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით ჩაახშო დემონსტრაციები, რომელთა დროსაც ასეულობით პირი დაიღუპა.
