„ახალი წელი ძალიან კარგი იყო – სასტუმროების 70%-ი სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე“ – შალვა ალავერდაშვილი

„ახალი წელი ძალიან კარგი იყო – სასტუმროების 70% სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე,“ – ასე აფასებს ჰორეკა სექტორი ახალი წლის პერიოდს.
„ახალი წელი ძალიან კარგი იყო. როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ისე თბილისში. დედაქალაქში განსაკუთრებით.
სასტუმროების თითქმის 70% სომხეთის მოქალაქეებით იყო სავსე, როგორც ხუთვარსკვლავიან, ისე 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში, თითქმის ყველა გაჯერებული იყო სომეხი დამსვენებლებით. საკმაოდ კარგი და შემოსავლიანი პერიოდი იყო,“- აღნიშნა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა.