ახალი წელი ახალი მოპედით – სპეციალური ფასები “ვესპასა” და აპრილიაზე”

თუ ახალ წელს ახალი მოპედის შეძენას გეგმავთ, “პიტსტოპ მოტოს” საახალწლო შეთავაზება ნამდვილად არ უნდა გამოტოვოთ!
მაღაზია იწყებს ინდოეთში წარმოებული, ლეგენდარული „ვესპასა“ და „აპრილიას“ წინასწარი გაყიდვების (Pre-order) კამპანიას. 20 იანვრამდე თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი, გახდეთ პრემიუმ კლასის მოპედის მფლობელი სპეციალურ ფასად.
ამ კოლექციაში სამი გამორჩეული მოპედი გელოდებათ:
· Vespa VXL 150 (Stage B – Injection): ლეგენდარული “ვესპას” ეს მოდელი მათთვისაა საუკეთესო, ვინც მოპედის მაღალტექნოლოგიურ ფუნქციონალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ინჟექტორული სისტემა გარანტიას გაძლევთ, რომ მოპედი ნებისმიერ ამინდში იდეალურად იმუშავებს, 3-სარქვლიანი ძრავა და ABS სისტემა კი მგზავრობას განსაკუთრებით უსაფრთხოსა და ეკონომიურს ხდის.
მაღაზიის ფასი: 5700₾;
პრე ორდერი: 5500₾;
პრომო კოდით შეძენა: 5300₾.
· Vespa SXL 150 (Carburetor): ეს მოდელი რეტრო ესთეტიკის მოყვარულთა რჩეულია. ეს მოდელი კლასიკური მექანიკისა და გამძლეობის სიმბოლოა. კარბურატორული სისტემა საიმედოობასა და მარტივ მოვლას განაპირობებს.
მაღაზიის ფასი: 4900₾;
პრე ორდერი: 4700₾;
პრომო კოდით შეძენა: 4500₾.
· Aprilia SR 150: სპორტული სულისკვეთების მქონე მძღოლებისთვის. 14-დუიმიანი საბურავები და დინამიკური დიზაინი სისწრაფისა და მანევრირების საუკეთესო კომბინაციას ქმნის.
მაღაზიის ფასი: 4700₾;
პრე ორდერი: 4500₾;
პრომო კოდით შეძენა: 4200₾.
შეთავაზება 20 იანვრამდეა აქტიური. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ „პიტსტოპ მოტოში“ უკვე დაიწყო დიდი საახალწლო ფასდაკლება, რომლის ფარგლებშიც შეგეძლებათ მოტოციკლები, ჩაფხუტები, მოტო აქსესუარები და ნაწილები დიდი ფასდაკლებით შეიძინოთ.
“პიტსტოპ მოტოს” შოურუმი თბილისში, რაფაელ აგლაძის 11ა-ში მდებარეობს. არ გადადოთ ვიზიტი საუკეთესო შეთავაზების მისაღებად!
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ევა შაშიაშვილის ქალიშვილი არის სტაციონარში, ამიტომ იძულებული გახდა, ბრალი ეღიარებინა და მტკიცებულებები უდავოდ ეცნო, მაგრამ ევას სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება და გადატრიალება არ უნდოდა

ელენე ხოშტარია – ეს წელი გამარჯვების ნამდვილად არ ყოფილა, ბევრი ტკივილის და უღირსობის წელი იყო, მაგრამ ყველაზე ძვირფასის, თავისუფალი საქართველოს დაბადების წლად იქცა – შობის მეორე დღეს შემოგთავაზებთ გამარჯვების გზის ჩემეულ ხედვას