ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან – სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა

საქართველოს რაგბის კავშირს ახალი ძლიერი პარტნიორი ჰყავს – „სვანიძის ზეთისხილი“, ქართული წარმოების ბრენდი, რომელიც ხარისხიან, ნატურალურ ზეთისხილის პროდუქტებს აწარმოებს და აქტიურად უჭერს მხარს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ახალი სპონსორობის მემორანდუმი მიზნად ისახავს როგორც ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობას, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჯანმრთელი და ბუნებრივი კვების მნიშვნელობაზე.
შეგახსენებთ, „სვანიძის ზეთისხილი“ აწარმოებს Extra Virgin უმაღლესი ხარისხის ზეთს. კომპანიის ზეთისხილის ბაღები გაშენებულია კახეთის რეგიონში, დაახლოებით 1,500 ჰექტარ ფართობზე. სულ რამდენიმე დღის წინ კი გაიხსნა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო – კიდევ ერთი ნაბიჯი ქართული აგროინდუსტრიის განვითარებისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიზიარებთ იმავე ღირებულებებს, რასაც რაგბი ასახავს – ძალა, ერთიანობა და ბუნებრივი ენერგია. ‘სვანიძის ზეთისხილი’ სწორედ ამ ღირებულებების მატარებელია. ჩვენი სლოგანი – “რაგბის ძალა ბუნებიდან’ -სპორტსმენთა ბრძოლას მოედანზე კიდევ უფრო შთამაგონებელს ხდის,“ – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი სვანიძემ.
პარტნიორობის დაწყებასთან ერთად მხარეებმა ერთობლივი ინიციატივებიც დააანონსეს – მათ შორის სოციალური და საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება.
ახალი პარტნიორობის ფარგლებში, „სვანიძის ზეთისხილი“ და საქართველოს რაგბის კავშირი გულშემატკივრებს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ ბორჯღალოსნებს მოახლოებულ შეხვედრებში.
სვანიძის ზეთისხილი – რაგბის ძალა ბუნებიდან
www.svanidzeolive.ge
R
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
16 წ. 7-კაცა | პრინცესა შარლინი და მონაკო ორი გუნდით მარტყოფში
“შავი ლომი” | “ჩიტასი” მეორედ ვეღარ გავტეხეთ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს – ოფიციალური განცხადება
დემეტრე დევდარიანი – „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
“არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას” – ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს – პირველი შეხვედრა თბილისში!