ახალი შიმშილის თამაშები ამერიკის კინოგაქირავების ლიდერია

შიმშილის თამაშების პრიქუელი The Ballad of Songbirds & Snakes ამერიკის კინოგაქირავების ლიდერი გახდა.
კინოსტუდია Lionsgate-ის ბლოკბასტერმა გამხსნელ უიქენდზე, ჩრდილოეთ ამერიკაში 44 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.
ცნობილი ფრენჩაიზის ახალმა ნაწილმა მარტივად მოიტოვა უკან ტროლების ახალი ნაწილი, რომელმაც არც თუ ისე ცუდი შედეგი, 31.77 მილიონი დოლარი აჩვენა.
მსოფლიო მასშტაბით შიმშილის თამაშების ახალი ნაწილის შემოსავალმა 100 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
ფრენჩაიზის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სტარტი 2013 წელს გამოსულ Catching Fire-ს ჰქონდა, რომელმაც გამხსნელ უიქენდზე 158 მილიონი დოლარი მოაგროვა.
The Ballad of Songbirds & Snakes და ტროლები 3-ის ნახვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია. ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.
ახალი ნაწილის მოქმედება ორიგინალი ფილმების ამბებამდე რამდენიმე ათწლეულით ადრე ვითარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მწერალი ალექ ჩიღვინაძე: „0 თანაგრძნობა“ მაქვს! 0! – რამდენჯერმე გაიმეორა. ეს ფრაზა ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება არა მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას, ეწინააღმდეგება ქრისტიანობას, ეწინააღმდეგება ქართულ კულტურას

ნიკოლოზ რაჭველი: ჩემი ნაწერით ახლა შესაძლოა გარკვეულ პრობლემას მეც ვუქმნიდე კოლექტივს, რომელსაც საკუთარ სამშობლოში ვხელმძღვანელობ და რომლის ერთ დროს გადარჩენასა და გაძლიერებაში გია ყანჩელთან და ლექსო თორაძესთან ერთად მასაც აქვს უდიდესი დამსახურება!