ლიბერთი ახალი თაობისთვის განათლებისა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის. მსგავს ინიციატივებს შორის კი, გამორჩეულ ადგილს სტაჟირებისა და მენტორინგის პროგრამები იკავებენ.
ყოველწლიურად, ასობით ახალგაზრდა ერთვება ლიბერთის სტაჟირებისა და მენტორინგის პროგრამებში. წარმატებულ კანდიდატებს კი, შესაძლებლობა ეძლევათ, ლიბერთის გუნდში გააგრძელონ კარიერა.
ლიბერთის IT გუნდი ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ახალგაზრდებს სტაჟირებასთან ერთად მენტორინგის პროგრამა შესთავაზა. 2018 წელს დაწყებულ ტრადიციას კი, დღემდე წარმატებით აგრძელებს.
და მაინც, რას ითვალისწინებს მენტორინგის პროგრამა IT მიმართულებით? – ამაზე უფრო ზუსტად ლიბერთის IT გუნდის წევრი და მენტორი, ნიკოლოზ მეზვრიშვილი გვპასუხობს: “როგორც ცხოვრებაში, მშობლები, მასწავლებლები და მათი რჩევები დიდ ეფექტს ახდენენ ადამიანის მომავალზე, ასეა პროფესიული განვითარების გზაზეც, სადაც, ხვდები პროფესიონალ ადამიანებს, მათგან სწავლობ და მათთან ერთად იზიარებ ახალ გამოცდილებებს. მენტორინგი ახალგაზრდა ტალანტს გზას უხსნის თავისი არჩეული პროფესიისკენ. ასევე, საშუალებას აძლევს, შეეხოს რეალურ გარემოს და გაიზიაროს პრაქტიკული გამოცდილებები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს სფეროში.”
მენტორობა განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა, რადგან საქმე ახალგაზრდა ტალანტების მომავალს ეხება. ვცდილობ, მათთვის ისეთი მენტორი ვიყო, როგორსაც თავად ვისურვებდი – ვაძლევ თავისუფლებას კითხვების დასმაში, შეცდომების დაშვებაში და თავისი აზრების გაზიარებასა და მსჯელობაში. – ნიკოლოზ მეზვრიშვილი.
როგორც ნიკოლოზი გვიყვება, ბოლო წლების მანძილზე, IT გუნდს არაერთი ახალგაზრდა პროფესიონალი შეუერთდა მენტორინგის და სტაჟირების პროგრამით, რომელთა კარიერული წინსვლით განსაკუთრებით ამაყობს. ილია გონგაძე ერთ-ერთი მათგანია. ახალგაზრდა IT სპეციალისტმა, სტაჟირების პროგრამის დასრულებისთანავე დაიწყო მუშაობა ლიბერთის გუნდში, უმცროს პროგრამისტად. იმავე წელს კი, დაწინაურდა და ახალ პოზიციაზეც გადაინაცვლა.
“სტაჟირების პროგრამაში ჩართვამდე, ჩემთვის უცხო იყო კომპანიაში მუშაობა, თუმცა ლიბერთის გუნდში არსებული მეგობრული გარემოდან გამომდინარე, ეს ბარიერი არ ყოფილა. ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობისას, გიწევს არა მარტო ტექნიკური სპექტრის გაფართოება, არამედ თავად ამ სფეროს ბიზნეს პროცესებში გარკვევაც, რაშიც ლიბერთი ეფექტურად ეხმარება დამწყებ პროფესიონალებს. მენტორმა თავიდანვე გამაცნო ბიზნეს ლოგიკები, გამიზიარა მათი არამარტო ტექნიკური, არამედ შინაარსობრივი დატვირთვაც და მომცა საშუალება, ჩავრთულიყავი თითოეული ამოცანის განხილვისა და ანალიზის პროცესში. ამ ყველაფერმა მომამზადა, რომ პროფესიაში პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადამედგა.” – ილია გონგაძე.
ლიბერთის IT გუნდი, აგრძელებს სტაჟირებისა და მენტორინგის პროგრამებზე ახალი ნაკადების მიღებას. მხოლოდ 2023 წელს, IT მენტორინგის შესარჩევ კონკურსზე მონაწილეობა 1000-ზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მათ შორის საუკეთესო აპლიკანტები კი, სწორედ ახლა ეუფლებიან საჭირო პრაქტიკულ ცოდნას და უნარებს. ლევან ფილფანი ერთ-ერთია Მათ შორის, ვინც შესარჩევ კონკურსზე საუკეთესო შედეგები აჩვენა და ლიბერთის გუნდისგან განსაკუთრებული მოწონება და ნდობა დაიმსახურა.
“ლიბერთის მენტორინგის პროგრამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინები მქონდა, თუმცა რეალობამ ყველაფერს გადააჭარბა. მიხარია, რომ საბოლოოდ ლიბერთის გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. აქ პირველივე დღიდან ვგრძნობ თავს გუნდის წევრად, რომლის მთავარი საზრუნავი სწავლა და განვითარებაა. ამაში კი ჩემი მენტორი მეხმარება. ამ სფეროში რომ იწყებ კარიერას, ხშირია მომენტი, როცა შენი კოდი უნდა მუშაობდეს, მაგრამ არ მუშაობს. გუგლავ… გუგლავ… კიდევ ერთხელ გუგლავ… მაგრამ მაინც არ მუშაობს. ასეთ დროს ყველაზე კარგი შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენი გამოცდილი მენტორისგან შეგიძლია მიიღო დახმარება… სწავლის პარალელურად, უკვე ვიყავი რამდენიმე რეალურ პროექტში ჩართული. ვფიქრობ, პროგრამის დასრულების შემდეგ ყველა საჭირო უნარი მექნება, რომ წარმატებული პროგრამისტი გავხდე.” – ლევან ფილფანი.
IT მენტორინგისა და სტაჟირების პროგრამებში ღიაა ყველა დაინტერესებული კანდიდატისთვის, მათ შორის სტუდენტებისა და დამწყები პროფესიონალებისთვის, რომლებსაც სურთ IT სფეროში, სხვადასხვა მიმართულებით მიიღონ გამოცდილება და წარმატებული კარიერა განავითარონ. თუ გსურს, ჩაერთო პროგრამაში, თვალი ადევნე @LibertyCareers-ის Facebook გვერდს და ახალი ნაკადის გამოცხადებისთანავე გამოგვიგზავნე განაცხადი.
[პარტნიორის კონტენტი]