ესეც ასე! ამიერიდან, როდესაც თბილისის პირველ თვითმყოფად უბანს ესტუმრებით, მისკენ მიმავალ გზაზე გეცოდინებათ, რომ ამ ქუჩას სახელი თქვენ დაარქვით!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დარიან ქუჩაზე.
კამპანია დასრულდა, თბილისში ჩნდება ახალი უბანი ვაკესა და საბურთალოს შორის, რომელიც ქალაქს სწორი გზით განავითარებს და ქუჩა, რომელსაც სახელი თქვენ დაარქვით.
თქვენი აზრით, რატომ აირჩია თბილისმა დარიანი? (იხილეთ შედეგები ვებგვერდზე: https://tbilisiacres.ge/ka/streetvote/ ) იქნებ, იმიტომ, რომ დარიანი ქუჩა უბანში შემოსვლამდეც კი მზიან განწყობაზე დაგაყენებთ.
თანაც, ეს სახელი გადმოსცემს „თბილისის აკრების“, როგორც თვითმყოფადი უბნის მთავარ მისიას — მაცხოვრებლების ცხოვრებაში დარიანი განწყობის შექმნას.
თავისი უნიკალურობით, დაგეგმარებით და კომფორტით, “თბილისის აკრების” გარემო ქმნის ყველა წინაპირობას იმისთვის, რომ მართლაც, ყოველი დღე დარიანი იყოს. პირველი თვითმყოფადი უბანი ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, აერთიანებს ყველა იმ სერვისსა და ფუნქციას, რომლებიც ჩვეულებრივ, ქალაქის სხვადასხვა წერტილში გვხვდება.
ფერდობი, რომელზეც გაშენებულია „თბილისის აკრები“, თბილი და მზიანია და როგორც ყვავილები ასეთ მიწაზე, ისე ადამიანებიც სწორ გარემოში სიცოცხლით სავსე არიან.
პროექტის მიზანია მოერგოს არა მარტო უბნის, არამედ მთელი ქალაქის მაცხოვრებლებს, სწორი დაგეგმარებითა და ფუნქციების გადანაწილებით, დაარეგულიროს თბილისში მოძრაობა, შეითავსოს ქალაქის ცენტრის ფუნქცია და შესაბამისად შეამციროს გადაადგილება ქალაქის სხვა უბნებში.
„თბილისის აკრები“ არ შენდება უკვე დასახლებულ და გადატვირთულ არეალებში, არამედ ითვისებს ახალ ტერიტორიას ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ვაკესა და საბურთალოს შორის. გარდა ამისა, სპეციალურად ამ უბანში მისასვლელად, იგეგმება ახალი გზის მშენებლობა, რაც დაეხმარება უბნის მარტივ ინტეგრაციას ქალაქის ინფრასტრუქტურაში.
„თბილისის აკრები“ იქნება ახალი მიზიდულობის ცენტრი ყველა თბილისელისთვის, სადაც შეძლებთ დროის სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებას და სწორედ ამიტომ, თქვენ, როგორც ამ ქალაქის მაცხოვრებლებმა, წვლილი შეიტანეთ თბილისის ახალი უბნის წარმოქმნაში.
ახალი ქუჩის სახელი ჯერ მხოლოდ დასაწყისია!
პროექტის გასაცნობად, გადადი ვებგვერდზე – https://tbilisiacres.ge/ka/streetvote/
შევხვდებით მალე.
(R)
