ახალი ტექნოლოგია მშენებლობაში – ნამიბიაში სახლებს სოკოსგან ააშენებენ

ნამიბიაში აპირებენ, რომ საცხოვრებელი სახლების უკმარისობის პრობლემა შენობების სოკოსგან აშენებით გადაწყვიტონ.
როგორც The Guardian იუწყება, ქვეყნის მოსახლეობა 2,7 მილიონია, მათი საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად, სულ მცირე, ნახევარი მილიონი ახალი სახლია საჭირო. მოსახლეობის უმეტესობა დაბალშემოსავლიანია, მაგალითად, 2016 წლის მონაცემებით, ოჯახების 90%-ის თვიური შემოსავალი 144 დოლარს შეადგენს. ნამიბიელთა უმეტესობა ახლებს ვერ ყიდულობს, რის გამოც ყოველი მეხუთე ნამიბიელი დროებით, თვითნაკეთ სახლებში ცხოვრობს, რომლებსაც ნარჩენებისა და თუთიის ფურცლებისგან აშენებენ.
მკვლევართა ჯგუფს MycoHab-ს აქვს საკმაოდ პრაქტიკული და პრაგმატული, ამავდროულად რეალისტური, ინიციატივა, – სახლები სოკოსგან აშენდეს. ერთი შეხედვით ინიციატივა უტოპიას გავს, მაგრამ ისინი აპირებენ კალმახა სოკოს გაზრდას, შემდეგ მას დაპრესავენ ფილებად, რომლებისგანაც სახლების აშენება იქნება შესაძლებელი.
MycoHab-ში ამტკიცებენ, რომ ასეთი ფილები სტანდარტულ აგურებზე უფრო მძიმეა, მაგრამ მათგან სახლები უფრო სწრაფად აშენდება, რაც მშენებლობის ხარჯებს შეამცირებს, თანაც, ასეთი სახლები ცეცხლგამძლეც იქნება, კალმახა სოკოს დიდი რაოდენობით მოწევა კი ეკოლოგიის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.