ახალი ტარიფები ყველა ქვეყანას შეეხება და არა მხოლოდ იმათ, რომლებსაც აშშ-სთან სავაჭრო დისბალანსი აქვთ – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, ს თქმით, ახალი ტარიფები, რომელთა გამოცხადებასაც მიმდინარე კვირაში აპირებს, ყველა ქვეყანას შეეხება და არა მხოლოდ იმათ, რომლებსაც -სთან სავაჭრო დისბალანსი აქვთ.
„დავიწყებთ ყველა ქვეყნით, არსებითად ყველა ქვეყანა, რომელზეც ვსაუბრობთ“,- განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია იქნება „გაცილებით უფრო გულუხვი“ და „კეთილი“, ვიდრე ეს ქვეყნები იყვნენ აშშ-ის მიმართ.
ტრამპმა პირობა დადო, რომ 2 აპრილს გამოაქვეყნებს სატარიფო გეგმას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა „ამერიკის გათავისუფლების დღე“ უწოდა.
ამასთან, თეთრი სახლის ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველმა, კევინ ჰასეტმა განუცხადა Fox Business-ს, რომ ტარიფები ფოკუსირებული იქნება 10-15 ქვეყანაზე, რომლებსაც აშშ-სთან ყველაზე ცუდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, თუმცა კონკრეტულად არ დაასახელა, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.
1tv.ge