ახალი სტანდარტი საბუღალტრო მომსახურების ქართულ ბაზარზე

ქართული მომსახურების ბაზარი მუდმივად ვითარდება. დღეს პროფესიონალური სერვისები გაცილებით მრავალფეროვანი და დახვეწილია, თუმცა ჯერ კიდევ ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს. განსაკუთრებით, ეს პრობლემა აქტუალურია საბუღალტრო-საფინანსო სექტორში. ბუღალტრული მომსახურება ქართულ ბაზარზე სტანდარტული პროცესებით მიმდინარეობს. მასში როტაციისა და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებისთვის მცირე ადგილია დარჩენილი.
სწორედ, ამიტომ ფინანსური და აუდიტორული სერვისების საერთაშორისო კომპანია “ქუდოსმა” (Kudos Georgia) გადაწყვიტა ახალი სტანდარტები დაემკვიდრებინა ბაზარზე და მომხმარებელზე სრულად ორიენტირებული სერვისი შემოეთავაზებინა. კონკრეტულად კი ქუდოსი დეტალურად შეისწავლის რა სჭირდება კომპანიას, შეადგენს სამოქმედო გეგმას თუ როგორ უნდა შესრულდეს დასახული ამოცანები და შეთავაზებას ზუსტად ამ გამოწვევებს მოარგებს.
ქუდოსის გუნდი მხოლოდ პროფესიონალურ საბუღალტრო სერვისს არ გთავაზობთ, კომპანია სპეციალიზებულია ისეთ სფეროებში როგორებიცაა: სიღრმისეული ფინანსური აუდიტი, საინვესტიციო ბანკინგი, ქონების შეფასება (უძრავი & მოძრავი) და სხვა ფინანსურ სფეროებში.
ამიტომ შეგიძლიათ ამ სფეროში 360 გრადუსიანი მომსახურება ერთ სივრცეში მიიღოთ. ქუდოსის გუნდი ამას სხვადსხვა სფეროში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების გაერთიანებით ახერხებს. აქ შეხვდებით ქართულ და უცხოურ ბაზრებზე გამოცდილ ბუღალტრებს, აუდიტორებს, შემფასებლებს და წამყვან ფინანსისტებს. სწორედ, მათი ცოდნისა და უნარების წყალობით იქმნება მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.
ერთია სწორად შესრულებული სამუშაო და მეორე შედეგების ანალიზი-შეფასება. ამიტომ, ქუდოსი მომსახურება მომხმარებლისთვის გასაგებ ენაზე რეპორტინგს და შედეგების ვიზუალურ შეფასებას მოიცავს. მუდმივი კონსულტაციები დამკვეთთან, ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული რჩევები და ეფექტური ფინანსური ანალიზი – აი, რა ქმნის ქუდოსის პარტნიორების წარმატების საწინდარს.
თუ თქვენი კომპანია ამჟამად ფინანსური გამოწვევების წინაშე დგას, უჭირს რესურსების ეფექტური და ეფექტიანი განაწილება, ბუღალტრული პროცესების მართვა და სჭირდება პროფესიონალების კონსულტაცია, მაშინ Kudos Georgia დიდი სიამოვნებით დაგეხმარებათ.
👉 დარეკეთ მითითებულ ნომერზე: +995 322 10 34 10 (Kudos.ge) და მოგვიყევით თქვენი საჭიროებების შესახებ, ჩავნიშნოთ კონსულტაცია და ერთად ვიპოვოთ გამოსავალი.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა