ახალი სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია – „17 რუსი სამხედრო ანწუხელიძის ქვეყანაში“ მიმდინარეობს

„17 რუსი სამხედრო ანწუხელიძის ქვეყანაში“ – ამ ლოზუნგით ახალი სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი საქართველოში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 25 რუსი სპორტსმენის მონაწილეობას აპროტესტებენ, რომელთაგან, მათივე ინფორმაციით, 17 სამხედროა.
„პროტესტის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ფარიკაობის ჩემპიონატი ტარდება, სადაც 25 რუსი სპორტსმენი მონაწილეობს და აქედან 17 მონაწილე სამხედროა. ესენი ის ადამიანები არიან, ვინც ჩვენი და უკრაინელი გმირები დახოცეს. დღეს ჩვენსა და რუს სამხედროებს შორის დგას ქართველი პოლიციელი და ჩვენს ნაცვლად მათ იცავენ. გამოგვათრიეს სპორტის სასახლიდან ანწუხელიძის პლაკატის დაჭერის გამო“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები: „ანწუხელიძის ქვეყანაში რუსები ვერ გაიმარჯვებენ“, „ანწუხელიძე უკვდავია“.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა