რუსული ნავთობის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა და 2022 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე ჩავარდა — ამის შესახებ გამოცემა Bloomberg წერს.
წყაროს ინფორმაციით, ექსპორტის ვარდნა გამოწვეულია როგორც დასავლეთის ახალი ეკონომიკური სანქციებით, ისე უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე განხორციელებული დრონული შეტევებით.
Bloomberg-ის მონაცემებით, ოქტომბერში რუსეთმა უცხოეთში საშუალოდ 1.88 მილიონ ბარელამდე ნავთობპროდუქტი ექსპორტზე გაიტანა დღიურად — ეს მაჩვენებელი 2022 წლის დასაწყისის შემდეგ ყველაზე დაბალია.
ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური შეზღუდვები და ლოგისტიკური ბარიერები ნავთობის გადაზიდვის ხარჯებს ზრდის და რუსეთისთვის ალტერნატიული ბაზრების მოძიებას ართულებს.
გარდა ამისა, უკრაინის თავდასხმებმა მნიშვნელოვნად დააზიანა ქვეყნის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა — რის გამოც, ნავთობის წარმოებაც 5 მილიონ ბარელზე დაეცა დღეში.
ექსპერტების შეფასებით, მიმდინარე ტენდენცია შეიძლება გახდეს რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა 2022 წლის შემდეგ, როცა ევროკავშირმა და სხვა პარტნიორებმა რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგო დააწესეს.
🛢️ „თუ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება, რუსეთს შესაძლოა გაუჭირდეს ექსპორტის შენარჩუნება აზიურ ბაზრებზეც,“ — წერია Bloomberg-ის ანალიზში.

 
				 
								
 
								

