“ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის”- ფორუმი თბილისში

“თავისუფლების მოედნის” ორგანიზებით თბილისში 8 თებერვალს გაიმართა ფორუმი სახელწოდებით “ახალი საზოგადოებრივი შეთანხმება – საქართველოს გულისთვის”.
“როგორ საქართველოში მინდა ცხოვრება?”- ეს იყო კითხვა რომლის ირგვლივაც ფორუმის სპიკერები საუბრობდნენ ფართომასშტაბიან ფორუმზე საუბრობდნენ.
“უიშვიათესია შემთხვევები, როცა ჩვენ ვახერხებთ და აწმყოში ვთანხმდებით. ამიტომ ჩემთვის, როგორც მკვლევრისთვის, როგორც ინსტიტუციის ხელმძღვანელისთვის ყოვეთვის მნიშვლეოვანია ისეთ სამოქალაქო ფორუმებში მონაწილეობა, სადაც საზოგადოება ცდილობს, რომ აი, ამ შეთანხმების წერტილები იპოვოს”, – განაცხადა ნინო დობორჯგინიძემ, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა და რექტორმა:
“სულ რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო თეატრმა მოხსნა სპექტაკლი იმის გამო, რომ რეჟისორი თავის სუბიექტურ პოლიტიკურ აზრს გამოხატავს და თეატრი არ არის ის ადგილი, სადაც შეიძლება ეს მოხდესო. ეს არის უკვე დასაწყისის დასასრული კი არა, დასასრულის დასასრული”, – განაცხადა ფორუმის სპიკერმა, მსახიობმა ნინო კასრაძემ სიტყვით გამოსვლისას:
“როგორ საქართველოში მინდა ცხოვრება? არ მინდა ამ შეხვედრიდან წასულს ჩემმა რომელიმე ნათესავმა მომწეროს, რომ ამის გამო ბიბლიოთეკის შემდეგ, შეიძლება სკოლაც დავკარგო, არ მინდა რომელიმე ჩემმა მეგობარმა მითხრას, რომ შეიძლება ვინმე ქუჩაში დამხვდეს და მცემოს”- მასწავლებელ დათია ბადალაშვილი გამოსვლა ექსპო ჯორჯიაში მიმდინარე ფორუმზე.
ფორუმი “თავისუფლების მოედნის” ორგანიზებით გაიმართა, რომლის ერთ- ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ ასევე მიმართა ფორუმის მონაწილეებს: