ახალი რეკორდი ვოლტში

მიტანის სერვისის სფეროში ლიდერ კომპანია ვოლტში ახალი რეკორდი დაფიქსირდა.
ვოლტი საქართველოს პარტნიორი კურიერი გიორგი ჩუბინიძე, ერთი თვის განმავლობაში, 1-31 იანვრამდე, რეკორდული რაოდენობის შეკვეთებს მოემსახურა და ასეთივე შემოსავალი მიიღო.
რეკორდული მაჩვენებლები, რომელთა დაფიქსირების თარიღია 2024 წლის 1 თებერვალი, ასე გამოიყურება: შესრულებული შეკვეთების რაოდენობა – 2088; დაფარული მანძილი – 6338 კილომეტრი; მიღებული შემოსავალი – 12 254 ლარი.
მიტანის სერვისი და პლატფორმული ბიზნესი, როგორც დამატებითი შემოსავლის წყარო, 21-ე საუკუნეში სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს. მოქნილი სამუშაო განრიგი, სამუშაო დროისა თუ შეკვეთების არჩევანის თავისუფლება ის პრივილეგიებია, რომლებიც პლატფორმულ ბიზნესთან პარტნიორობას მიმზიდველად აქცევს, როგორც სტუდენტებისთვის, ისე – იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მას დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებად იყენებენ.
პარტნიორი კურიერი თავად ირჩევს სამუშაო დღეებს თუ საათებს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, პარალელურად ისწავლოს, ან დარჩენილი დრო სხვა საქმიანობისთვის გამოიყენოს.
„ვოლტთან გაფორმებული სერვის-ხელშეკრულება ერთადერთ ვალდებულებას გვაკისრებს – მთავარია, მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი მომსახურება კონტრაქტის პირობების შესაბამისად. ეს, რასაკვირველია, მოიცავს შეკვეთის დროულად და ხარისხიანად მიტანას. რაც შეეხება სამუშაო განრიგს და შესრულებული შეკვეთების რაოდენობას, აქ არჩევანში სრული თავისუფლება გვაქვს. მე თავად ვარ ჩემი თავის უფროსი და არ ვარ შეზღუდული იმაში, რომ გაწეული სამუშაოს შესაბამისი თანხა გამოვიმუშაო“, – აცხადებს გიორგი ჩუბინიძე, რომელმაც ვოლტის ახალი რეკორდი დააფიქსირა.
ვოლტი საქართველო პარტნიორ კურიერს რეკორდულ მაჩვენებელს ულოცავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვოლტის პარტნიორი კურიერი ასეთი ტიპის რეკორდს ამყარებს და შესაბამისად, საკმაოდ სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს.
„ეს მთლიანად მათ არჩევანზეა დამოკიდებული. საქართველოში შემოსვლის დღიდან ვოლტი სულ უფრო და უფრო იზრდება. დღეს ჩვენ ათასობით პარტნიორი კურიერი და ობიექტი გვყავს და ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება“, – აცხადებს ვოლტის წარმომადგენელი გიორგი ჯაკობია.
111 შეკვეთის მომსახურება 24 საათში მსოფლიო რეკორდია. გიორგი ჩუბინიძემ ამ მაჩვენებლით გააუმჯობესა ფინელი კურიერის ტიმურ ფიარლესის (Timur Fearless) შედეგი, რომელიც 24 საათში 108 შეკვეთას მოემსახურა. სწორედ ფინეთში დაარსდა მიტანის სერვისის სფეროში ლიდერი კომპანია Wolt-ი 2014 წელს. ვოლტი დღეს 25 ქვეყანაში 300-მდე ქალაქში ოპერირებს და 150 ათასამდე პარტნიორი კურიერი ჰყავს. ვოლტი საქართველო კი 500-მდე თანამშრომელს, 3 000-მდე პარტნიორ მაღაზიასა თუ კვების ობიექტს და 7 000 პარტნიორ კურიერს აერთიანებს.

ასევე დაგაინტერესებთ