„ახალი რეგულაციით ავტოპარკის გაახალგაზრდავება მოხდება, შემოვა ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება“ – ნინო თანდილაშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან, ბოლო წლების განმავლობაში, ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა, მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ დამატებითი ზომები იმისათვის, რომ უკეთესი მდგომარეობა გვქონდეს ჰაერის ხარისხის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული ჩვენგანის, ასევე ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, რომ დროთა განმავლობაში გაახალგაზრდავდეს ავტოპარკი, შემოვიდეს ხარისხიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გაფრქვევა იქნება ნაკლები და მათი მხრიდან ნაკლებად მოხდება ჰაერის დაბინძურება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს