საკონტროლო გამშვები პუნქტები მაღალმთიან რეგიონებში იმ ავტომფლობელების გამოსავლენად, რომლებიც ზამთრის საბურავებით არ სარგებლობენ. საპატრულო პოლიცია მონიტორინგს ამკაცრებს. საქართველოში სულ 35 სახიფათო მონაკვეთია, სადაც საგანგებო პუნქტებია მოწყობილი. ახალი წლიდან ძალაში შესული რეგულაციის მიხედვით, დეკემბრიდან მარტის ჩათვლით ზამთრის საბურავის გარეშე ავტომობილების მოძრაობა ამ მონაკვეთებზე იკრძალება. სახელდახელოდ მიღებული კანონის გამო საბურავებზე ფასებმა მკვეთრად მოიმატა.
