ახალი რეგულაციები დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტზე – დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს

თბილისში დიდი გაბარიტების მქონე ტრანსპორტის მიერ ადგილისა თუ დროის რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმები იზრდება.
მოქმედი კანონმდებლობით, დიდი ზომის ავტოტრანსპორტისთვის დარღვევაზე ჯარიმა 100 ლარია. ცვლილების მიხედვით კი, თანხა, პირველ ჯერზე, ათმაგდება და ხდება ათასი ლარი, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი – 3 000 ლარი.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ალტ ინფო” და ოპოზიციური ჯგუფები, „იგლ ჰილსის” ინვესტიციასთან დაკავშირებით ყალბ ვიდეოს ავრცელებენ, რომელშიც ე.წ. მაკლერების ხელოვნური ინტელექტით გენერირებული კადრებია გამოყენებული