“ახალი პროექტების დაფინანსებისგან თავს არა – ბანკები, არამედ უფრო ინვესტორები იკავებენ” – ალექსი მატუა

“პროკრედიტ ბანკი – საქართველოს” გენერალური დირექტორი ალექსი მატუა აცხადებს, რომ ბაზარზე ახალი ტიპის პროექტების დაფინანსების თავშეკავებულობა შეინიშნება, თუმცა „პროკრედიტ ბანკის“ შემთხვევაში დაკრედიტება არ შემცირებულა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ბანკებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით გაიმართა, მიმოიხილეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, რომლის მთავარი პარამეტრები კარგ დონეზეა, მათ შორის მნიშვნელოვნად დაბალია ინფლაცია, ექსპორტ-იმპორტი, GDP-ის ზრდა – „კომპონენტებში საქართველოს წარმოდგენა ნორმალურ დონეზეა“, – აცხადებს ალექსი მატუა.