“ახალში” სამი ოპოზიციური პარტიის აკრძლვასთან დაკავშირებით “ოცნების” გადაწყეტილებას ეხმაურებიან.
პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი ყველა “კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლებს” გამოიყენებენ.
მათ ბრიფინგზე ასევე დასძინეს, რომ პარტია ივანიშვილის ხელისუფლების საჩივრის გაცნობის შემდეგ შესაბამის სტრატეგიას შეიმუშავებს.
“მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს და ეროვნული ძალები მოვიდნენ საქართველოს ხელისუფლებაში, ვინაიდან, საქართველოს, ისე, როგორც არასდროს, სჭირდება ერთობა და ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
ეს აუცილებლად მოხდება ქვეყნის EU-ში გაწევრიანებით და მისი რეალური სუვერენიტეტის დაბრუნებით. დღეს თუ ვინმე გვართმევს სუვერენიტეტს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმის.
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, ბრძოლა იქნება ბოლომდე საქართველოს გამარჯვებამდე.
ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ კონსტიტუციურ-სამართლებრივ საფუძვლებს და შესაძლებლობებს, რაც აუცილებელია ამ შემთხვევაში. მაგრამ მთავარი ბრძოლა არის პოლიტიკური – რეჟიმმა გადაწყვივტა აკრძალოს ოპზიცია საქართველოში და მასთან დაკავშირებვული ადამიანები. რაც დღეს [პაპუაშვილის] ბრიფინგზე ვნახეთ არის პოლიტიკური განაცხადი. მას შემდეგ, რაც სარჩელს გავეცნობით, აუცლებლად შემდეგ გვექნება შესაბამისი სტატეგია და ქმედებები.
აუცილებელია, ერთი რამ ვიცოდეთ, არ ვაპირებთ შეუგებას იმასათან, რაც რეჟიმა და ივანიშვილმა გადაწყვიტა”, – აცხადებენ “ახალში.”
ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს.
პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ:
· ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა
· კოალიცია ცვლილებისთვის – შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე
· ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის




