ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდება – ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს

ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების შეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას მოიხსნის და მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
პრემიერ მინისტრის კანდიდატურას არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტია წარადგენს. პარტია “ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის პოსტზე კვლავ დაასახელა.
ახალი მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოსაცხადებლად პარლამენტს 2-კვირიანი ვადა აქვს. რეგლამენტის თანახმად, ამ დროის ფარგლებში კომიტეტები დარგობრივი სპეციალიზაციის მიხედვით და ასევე, ფრაქციები მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ და პარლამენტის ბიუროს შესაბამის დასკვნებს წარუდგენენ. ერთ დღეს დასაშვებია მხოლოდ ორი მოსმენის გამართვა.
მთავრობისთვის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – მე მაინც მომხრე ვარ, რომ ჩვენ ვიფიქროთ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე – თუ რამეს შეუძლია ახლა ბიძგი გააჩინოს, ერთ-ერთი შეიძლება იყოს ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ რამდენიმე პირობით

მამუკა ხაზარაძე – ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშრების – მინდა, მოგიწოდოთ, კითხვა „გვეშველება რამე?” უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან, პასუხი არის ერთი – დიახ, გვეშველება!