“ახალი მტკიცებულებები არ არის საჭირო – არჩევნები არ შედგა!” – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, , რომელიც დღეს, 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს შეხვდა, თქვა:
ახალი მტკიცებულებები ნამდვილად არ არის საჭირო, ყველამ ვიცით, ვნახეთ, დავრწმუნდით იმაში, რომ ყველაზე მთავარი პრინციპები იქნა დარღვეული და არ შედგა . ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანური, პირველადი მ,ტკიცებულება, რაც დაწერეთ და რაც ვერ დაწერეთ. ვინმე თუ გადახედავს დღეს დარბაზს, დარწმუნდება, ამდენი სხვადასხვა ფორმით, ამდენი სხვადასხვა გამოცდილება საფუძველს უქმნის ყველა იმ მტკიცებულებებს რაც გვაქვს პირველივე დღიდან. ბევრი რამე გამოჩნდა პირველ დღეს. თქვენ ხართ ცოცხალი მოწმეები. თქვენი გამოცდილება არ დაიკარგება, შედგება ახალი არჩევნები, იმიტომ რომ ეს არჩევანი არ შედგა, ამას არავინ შეეგუება. ხვალინდელ არჩევნებში თქვენ ყველაზე კარგად დაიცავთ ჩვენ ხმებს, იცით უკვე რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.