ახალი მოთხოვნა ევროპაში მოგზაურობისთვის: ყველაფერი ETIAS-ის შესახებ

ევროპაში მოგზაურობისთვის ახალი მოთხოვნები 2025 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. ამ ცვლილებით, 60-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსაც, ევროპაში შესვლისთვის დასჭირდებათ ETIAS-ის ავტორიზაცია.
რა არის ETIAS და როგორ მუშაობს ის?
ETIAS, ანუ ევროპაში მოგზაურობის შესახებ ინფორმირებისა და ავტორიზაციის სისტემა, შექმნილია იმისთვის, რომ ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოება გაძლიერდეს და ვიზიტორთა შემოწმება უფრო ეფექტური გახდეს. სისტემა საშუალებას აძლევს შესაბამის ორგანოებს წინასწარ გაანალიზონ ინფორმაცია მოგზაურების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხოების რისკების შემცირებას.
ის უცხოელები, რომლებიც უვიზო რეჟიმით სარგებლობენ და გეგმავენ ევროპაში მოკლევადიან ვიზიტებს (90 დღემდე 180-დღიან პერიოდში), ვალდებულები იქნებიან მიიღონ ETIAS.
ავტორიზაციის მიღება შესაძლებელი იქნება როგორც ETIAS-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ასევე მობილური აპლიკაციის გამოყენებით.
თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოგზაურებისთვის, ETIAS ავტორიზაციის ქონა არ ნიშნავს ავტომატურ შესვლას. საზღვარზე სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები მოითხოვენ თქვენი პასპორტისა და ETIAS ავტორიზაციის წარდგენას. თუ მონაცემები არ ემთხვევა ან არ არის ზუსტი, შესაძლოა, შეზღუდვა დაგიწესდეთ. ეს ფაქტორი ხაზს უსვამს სიზუსტის მნიშვნელობას განაცხადის შევსებისას. ვინაიდან, სიზუსტე აუცილებელია, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო უარყოფა ან შეფერხება საზღვარზე, შეგიძლიათ მიმართოთ იკონსულს, რომელიც მზადაა დახმარებისთვის და განაცხადის პროცესის გამარტივებისთვის, რაც უზრუნველყოფს, რომ ყოველი დეტალი სწორად იყოს მითითებული.
(R)