ახალი „მის მსოფლიო“ ტაილანდის წარმომადგენელი გახდა

72-ე საერთაშორისო სილამაზის კონკურსის „მის მსოფლიო“ გამარჯვებული 21 წლის ტაილანდელი სუჩატა ჩუანგსრი გახდა.
კონკურსის ფინალი ინდოეთის ქალაქ ჰაიდერაბადში გაიმართა. ტიტულის მოსაპოვებლად 108 მონაწილე იბრძოდა. ჩუანგსრი პირველი ტაილანდელი ქალი გახდა, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა.
გვირგვინი მას შარშანდელმა გამარჯვებულმა, ჩეხეთის წარმომადგენელმა კრისტინა პიშკოვამ გადასცა.
ჩუანგსრი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. ის ასევე აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო და მოხალისეობრივ საქმიანობაში. სუჩატას ასევე ძალიან უყვარს ცხოველები სახლში 16 კატა და ხუთი ძაღლი ჰყავს.
imedinews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა სასამართლოს მიმართოს და სასამართლოს მეშვეობით კომერციული ბანკებიდან და მიკრობანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს – რა ცვლილებებია დაგეგმილი?

„ადამიანები მიისწრაფვიან იქ, სადაც დახარჯული დროის ერთეულში შეუძლიათ მიიღონ მეტი შემოსავალი და უკეთ უზრუნველყონ საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება – დედაქალაქი ამ მხრივ საინტერესო პოლიგონს წარმოადგენს“