ჟურნალისტ ნიკოლო სკირას ინფორმაციით, “ჯენოას” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის დანიელე დე როსის მუშაობით კმაყოფილია და მას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს.
იტალიელმა სპეციალისტმა გენუური კლუბი გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა და წარმატებული მუშაობის წყალობით, ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე, გასავარდნ ზონას ამდენივე ქულითაა მოშორებული.
დე როსის მუშაობით მოხიბლულნი “ბოლონიას” და “ფიორენტინას” წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან და შესაძლოა, ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთონ.



