ახალი კვლევით, მარსის წითელი მტვრის ზედაპირის ქვეშ შესაძლოა ოკეანის მოცულობის წყალი იმალებოდეს

მარსის წითელი მტვრის ზედაპირის ქვეშ, ქვების ნაპრალებში შესაძლოა იმალებოდეს იმდენი მოცულობის წყალი, რამდენიც საკმარისი იქნებოდა ოკეანისთვის – ვკითხულობთ ახალ გამოკვლევაში.
12 აგვისტოს გავრცელებული ეს ვარაუდი ეფუძნება მერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ადმინისტრაციის [NASA] Mars InSight lander-ის სეისმურ გაზომვებს, რომელმაც მარსზე დაადგინა 1300-ზე მეტი ბიძგი, სანამ ორი წლის წინ დაიხურებოდა.
წყალი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, მარსის ზედაპირის ქვემოთ, 11,5-20 კილომეტრის სიღრმეშია, შესაძლოა ზედაპირიდან ჩაიღვარა მილიარდობით წლის წინ – მაშინ, როცა მარსზე იყო მდინარეები, ტბები და შესაძლოა ოკეანეებიც, როგორც ამას ვარაუდობს კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის უკეანოლოგიის წამყვანი მეცნიერი, ვაშან რაიტი.