ახალი კანონპროექტი უკრაინელებს ესტონეთში ხმის მიცემის უფლებას ანიჭებას

ესტონეთის პარლამენტის (რიიგიკოგუ) დეპუტატის, ჰენდრიკ ტერასის („ეესტი 200“) განცხადებით, შემუშავებული კანონპროექტი შესაძლებელს გახდის სთან შეთანხმების დადებას, რომლის მიხედვითაც, ესტონეთში მცხოვრებ უკრაინელებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მიენიჭებათ.
ს ტელე-რადიო მაუწყებელთან (ERR) საუბარში, რიიგიკოგუს საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ კანონპროექტის მიზანია, დეტალურად განისაზღვროს, ვის შეუძლია ხმის მიცემა ადგილობრივ არჩევნებში.
„ესენი იქნებიან ესტონეთის მოქალაქეები, ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები, ევროპის ეკონომიკური ზონის მოქალაქეები, შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეები, ასევე იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებთანაც ესტონეთს რატიფიცირებული ექნება ხმის მიცემის უფლების შესახებ ორმხრივი შეთანხმება“, – განაცხადა ტერასმა.
„ამჟამად ასეთი შეთანხმებები არ არსებობს. მათი გაფორმების დროს ერთ-ერთი პირობა იქნება ის, რომ ეს ადამიანები მუდმივად უნდა ცხოვრობდნენ ესტონეთში“, – დასძინა მან.
ტერასის თქმით, ესტონეთში მუდმივად ცხოვრების პირობა კანონპროექტში უკრაინასთან შეთანხმების გაფორმების მიზნით შევიდა, რათა მომავალში უზრუნველყოფილი იყო ესტონეთში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეების ხმის მიცემის უფლება.
„ნამდვილად ასეა. აქ მთავარი უკრაინის საკითხია, რადგან ესტონეთში ბევრი უკრაინელი ცხოვრობს“, – დაადასტურა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.
მან არ გამორიცხა, რომ მომავალში მსგავსი შეთანხმებები გაფორმდეს, მაგალითად, იაპონიასთან ან ავსტრალიასთან. ტერასმა ასევე დააზუსტა, რომ ასეთი ინიციატივა პარტია „რეფორმისგან“ მომდინარეობს.
ტერასმა განმარტა, რომ კოალიციის საბჭო ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს და დასძინა, რომ, მისი აზრით, კანონპროექტი რიიგიკოგუს შეიძლება მომდევნო ოთხშაბათამდე წარედგინოს.
ამჟამინდელი სამთავრობო კოალიციის ერთ-ერთ წევრს, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SDE) ჯერ არ გადაუწყვეტია, უჭერს თუ არა მხარს საარჩევნო უფლების საკონსტიტუციო ცვლილებას.
როგორც გასულ ორშაბათს პრემიერ-მინისტრმა და პარტია „რეფორმის, თავმჯდომარემ, კრისტენ მიხალმა განაცხადა, მთავრობა აპირებს კონსტიტუციის შეცვლას ისე, რომ ესტონეთში მცხოვრებ სა და ბელარუსის მოქალაქეებს, ერთი წლის შემდეგ, ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ.
წყარო: 1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი – 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს

„ჩვენ მივესალმებით უნგრეთის მხარის მზადყოფნას, გამოყოს დარგობრივი ექსპერტი, რომელიც მხარს დაუჭერს სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში ევროინტეგრაციის მოთხოვნების შესრულების პროცესში“ – დავით სონღულაშვილი