სადავო პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლითაც უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პირობები იცვლება დაფინანსებისა და სწავლის ხანგრძლივობის მიმართულებით. კანონპროექტს კენჭი დღეს, 10 დეკემბერს, უყარეს.
ახალი კანონით:
· უქმდება სახელმწიფო გრანტი და 2026 წლიდან სახელმწიფო დაფინანსებით ისწავლიან მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები – ეს წესი მოქმედ სტუდენტებს არ შეეხებათ;
· უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამები ხდება სამწლიანი, სამაგისტრო პროგრამა – ერთწლიანი, სადოქტორო სწავლება კი – სამწლიანი.
2025 წლის ეროვნული გამოცდებისა და გრანტების სტატისტიკა ასეთია:
· 31 704 აბიტურიენტიდან სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
· აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1000-ზე მეტმა აპლიკანტმა;
· 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა;
· 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
· გრანტი მიიღო კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულმა 2300-ზე მეტმა აბიტურიენტმა.




