ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი

ჯანდაცვის მინისტრმა ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კლინიკა თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება.
ახალი ინფექციური საავადმყოფო 82 საწოლზე იქნება გათვლილი და შენობაში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი გადავა. ადგილზევე განთავსდება ბავშვთა ინფექციური განყოფილებაც, რის შედეგადაც, ნებისმიერ პაციენტს თანამედროვე სტანდარტების მომსახურების მიღება შეეძლება.
ასევე, ახალ შენობაში თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების მქონე ლაბორატორია, მიმღები და სტაციონარული განყოფილებებიც მოეწყობა. სთან ერთად, ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია იმყოფებოდნენ.
ცნობისთვის, ინფექციური საავადმყოფო ახალი მისამართზე ლუბლიანის 70-ში განთავსდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რეალური პატრიოტიზმი და ქვეყნის ეროვნული ინტერესის დაცვა, ირაკლი კობახიძემ მოახდინა სწორედ იმ პუტინთან, ვისაც წითელ ხალიჩას უგებს ტრამპი და ვისი თანდასწრებითაც გადაბრუნებულ სიტყვას ვერ ბედავს ევრობიუროკრატიის ვერცერთი წარმომადგენელი

პუტინი არ არის იზოლაციაში და ჩვენზე ეს დამოკიდებული არაა, საქართველომ რა ლოგიკით უნდა თქვას უარი იმ ფორუმებზე დასწრებისგან, რომელსაც ყველა ქვეყანა ესწრება რეგიონში – მორიგი ორ დღიანი უაზრო ისტერიკა

არცერთმა მოღალატე და ანგაჟირებულმა ტელევიზიამ არ აღნიშნა პრემიერის სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ოკუპაციაზე პუტინის პირისპირ – მინიმუმ სირცხვილია როდესაც ამის შემდეგ გამარგინალებული აგენტები “ოცნებას” პრორუს პარტიას უწოდებენ

გია აბაშიძე პრემიერის თურქმენეთში ვიზიტზე: ოფიციალური თბილისის სწორი და მოზომილი ამ პოლიტიკის ქვაკუთხედია – პარტნიორობა ყველასთან გარდა რუსეთისა, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია ე.წ. წითელი ხაზების შენარჩუნებით, მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის