ახალი თიბისი ბარათი მომაბეზრებელი კითხვების გარეშე

თიბისიმ სრულიად განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტი – თიბისი ბარათი შექმნა, რომელიც მომაბეზრებელი კითხვების გარეშე, მომხმარებლის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და მის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ცვლის.
ახალი თიბისი ბარათი, თავისი უნიკალური უპირატესობებით, უპრეცედენტო საბანკო პროდუქტია ბაზარზე და ის ერთადერთი ბარათია, რომელიც დაგჭირდება, რადგან:
· ახალი თიბისი ბარათით გადახდისას, ყველაზე მეტ თანხას აგროვებ. ბარათით შეგიძლია გადაიხადო ნებისმიერი ბანკის პოს ტერმინალზე ან ონლაინ გადახდის სისტემაში და თანხის 0.5% ავტომატურად დაგიბრუნდება.
· ახალი თიბისი ბარათით აგროვებ სტანდარტულზე ორჯერ ან სამჯერ მეტს (1%). ამისთვის, საკმარისია, მობაილბანკში აირჩიო სასურველი კატეგორია:სურსათი, ფარმაცია, საწვავი. კატეგორიების შეცვლას ყოველთვიურად შეძლებ.
· ახალი თიბისი ბარათით გადახდისას, აგროვებ თანხას, ქულების ნაცვლად. დაგროვილი თანხა შენს ერთგულ ყულაბაში შეგროვდება. თანხის განკარგვა ნებისმიერ დროს შეგიძლია, ერთგული ყულაბიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით.
· ახალი თიბისი ბარათით თანხის განაღდებას, კონკრეტული ლიმიტის ფარგლებში, ნებისმიერი ბანკის ბანკომატიდან უფასოდ შეძლებ.
· ახალი თიბისი ბარათით თვეში 5 კომუნალურ გადასახადს საკომისიოს გარეშე გადაიხდი.
· ახალი თიბისი ბარათით, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ ბანკში ლარის გადარიცხვას საკომისიო გადასახადის გარეშე შეძლებ.
ბარათის გააქტიურება შესაძლებელია თიბისის მობაილბანკში, სრულიად უფასოდ.
ახალი თიბისი ბარათის გაუმჯობესებული პირობებით სარგებლობა – სამმაგი დაგროვება, სამოგზაურო უპირატესობები და სხვა თიბისის კონცეპტ და კონცეპტ 360 ბარათებითაა შესაძლებელი.
ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://beta.tbcbank.ge/ge/tbc-card
(R)