ახალი ზელანდიის სარეზერვო ბანკმა (ქვეყნის ცენტრალური ბანკი) ოთხშაბათს საბაზისო განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით – წლიურ 4,25%-მდე შეამცირა.
მარეგულირებელმა განაკვეთი ზედიზედ მესამე სხდომის შემდეგ შეამცირა. გადაწყვეტილება დაემთხვა Trading Economics-ის გამოკითხული ანალიტიკოსების მოლოდინებს.
ახალ ზელანდიაში ინფლაცია მესამე კვარტალში წლიურად 2,2%-მდე შემცირდა, აპრილ-ივნისის 3,3%-დან.
ეს არის სამომხმარებლო ფასების ზრდის მინიმალური მაჩვენებელი 2021 წლის მარტიდან. ახალი ზელანდიის ცენტრალური ბანკი მიზნად ისახავს ინფლაციას 1-3%-ის ფარგლებში.
ამავდროულად, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია მონეტარული პოლიტიკის შემდგომი შერბილების აუცილებლობაში, ნათქვამია განცხადებაში.
interfax
