ახალი ზელანდიის ოკლენდი პირველი დიდი ქალაქია, რომელმაც 2025 წლის დადგომა იზეიმა

ახალი ზელანდიის ქალაქი, ოკლენდი პირველი დიდი ქალაქია, რომელიც 2025 წელს უკვე შეხვდა. ათასობით მოზეიმე ახალი წლის შესაგებებლად შეიკრიბა. ქალაქი 2025 წელს ახალი ზელანდიის ყველაზე მაღალი სტრუქტურიდან, Sky Tower-დან გაშვებული ფოიერვერკებითა და ქალაქის ცენტრში სანახაობრივი განათების შოუთი ზეიმობს.
სამხრეთ წყნარი ოკეანის ქვეყნები პირველები არიან, რომლებიც ახალ წელს ხვდებიან. შუაღამე ახალ ზელანდიაში, ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე ბურთის დაცემამდე 18 საათით ადრე დგება. ახალი წლის დასახვედრად მსოფლიოს სხვა ქალაქებიც ემზადებიან სადღესასწაულო ღონისძიებებით, რომლებიც ხაზს უსვამს ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებს.
ავსტრალიაში, სიდნეის ნავსადგურში, 1 მილიონზე მეტ ადამიანს ელოდება ტრადიციული ფოიერვერკი. ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავი რობი უილიამსი კი შეკრებილებისთვის მუსიკალური ნომრით წარსდგება.
ახალი წლის დადგომას ელოდება იაპონიაც, სადაც წლის მთავარი დღესასწაულის მოლოდინში, ქვეყანაში ყველა დაწესებულება დაკეტილია და საზეიმო განწყობაა შექმნილი.
გველის მომავალი წელი აზიურ ში აღიქმება, როგორც აღორძინების წელი. იაპონიის მაღაზიებში, რომლებიც 1 იანვრიდან აკვირდებიან ს ციკლს, ყიდიან მომღიმარი გველების პაწაწინა ფიგურებს და გველის თემატიკის სხვა პროდუქტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო ჩხეიძე: კადრი კადრად და რომ მოვუსმუნე, განათლების რეფორმაზე საუბრობდა ჩვენი პრემიერი, სკამზე ჯდომა რომ ვერ ასწავლეს ის. ჟურნალუსტმა ეკონომიკაზე ჰკითხა და ეს განათლებაზე პასუხობს

შალვა პაპუაშვილი გაფართოების ანგარიშზე – ასეთი პრეტენზია საქართველოს შეფასებისა, გვახსოვს, ვის ჰქონდა – საბჭოთა მოსკოვს, რომელიც ხან ხუთწლედის გეგმებს გვისახავდა და ხან რას – ბრიუსელი პირდაპირი გზით მიექანება უკან, საბჭოთა კავშირისკენ