„ახალი“ – ე.წ. პარლამენტმა ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას – არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები და ვითანამშრომლოთ

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით ს მეორედ მიმართა.
განცხადებაში პარტია “ახალი” აღნიშნავს, რომ პოზიცია უცვლელია და არც ერთ ეტაპზე არ აპირებენ მიიღონ „რეჟიმის თამაშის წესები“.
“ივანიშვილის რეჟიმის ე.წ. პარლამენტმა დღეს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადების მოთხოვნით მეორედ მიმართა პოლიტპატიმარ ნიკა გვარამიას.
ჩვენი პოზიცია უცვლელია – არც ერთ ეტაპზე არ ვაპირებთ მივიღოთ რეჟიმის თამაშის წესები, მივანიჭოთ მცირედი ლეგიტიმაცია მაინც და ვითანამშრომლოთ ე.წ. კომისიასთან, რომელიც რეალურად ემსახურება ეროვნული ინტერესების ღალატსა და ისტორიის გადაწერას.
თანმიმდევრულობა, პრინციპულობა, შეურიგებლობა და ართანამშრომლობა, მათ შორის, არმონაწოლეობა არჩევნებად წოდებულ ფარსში, არის გზა გამარჯვებისკენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ერთვის დოკუმენტი.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 ივნისს შეეფარდა. კერძოდ, პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების – 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. სხდომას არ ესწრებოდა თავად ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში თავად მივიდა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა