„ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებისთვის ერთიანდებიან

სამი ოპოზიციური პარტია – „ახალი“, „დროა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ მომავალ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანი სიით მიიღებენ მონაწილეობას. პარტიის ლიდერებმა ბრიფინგზე თქვეს, რომ ისინი ერთიან კამპანიას დაიწყებენ.
„ლელო“ ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მყარ და მნიშვნელოვან პარტნიორად. მცირე განსხვავებები იყო ჩვენს ხედვებს შორის, ამიტომ, ამ წუთში შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა ცხადია, არ იკეტება ამით პროცესი. ბუნებრივია, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება და არამხოლოდ „ლელოსთან“. საკმარისი დრო ჯერ კიდევ არის“, – თქვა მ, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარემ.
გუშინ, 8 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით შეიქმნა გაერთიანება „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“.
ახალი პოლიტიკური პლატფორმის წევრებს შორის დასახელდნენ:
· გია ჯაფარიძე – პოლიტოლოგი;
· – ყოფილი პრეზიდენტის, ს წარმომადგენელი;
· – ისტორიკოსი;
· ანა მოსაძე – სამოქალაქო აქტივისტი;
· თამარ კორძაია – დამოუკიდებელი დეპუტატი;
· არმაზ ახვლედიანი – დამოუკიდებელი დეპუტატი;
· – პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი;
· – პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი;
· ლაშა დიაროვი – სამოქალქო აქტივისტი.
საქართველოში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს 5-პროცენტიანი ბარიერით ჩატარდება. ამ არჩევნებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „სხვანაირი ერთობა“ და „ქართული ქარტია“ წარმოადგინა. პრეზიდენტის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.
„ქართულ ქარტიას“ შეუერთდნენ 17 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პარლამენტის ხუთი დამოუკიდებელი დეპუტატი. მათ ამ დოკუმენტზე ხელმოწერით აიღეს ვალდებულება, რომ „ქარტიაში“ გაწერილი ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოში ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ