ახალი დეტალები 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე – დაწყებულია გამოძიება

მკვლელობა დმანისში – სოფელ ჰამამლოში 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.
გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ჩხუბი უძღოდა, რაც სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.
“კურიერი” მოკლულისა და სავარაუდო დამნაშავის სახლში იმყოფებოდა. დაღუპული ახალგაზრდის ოჯახი მკვლელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
სავარაუდო დამნაშავის სახლში უთანხმოების მიზეზად ფულს ასახელებენ.
ადგილზე სამართალდამცველები გვიანობამდე მუშაობენ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძის უწყინარმა განცხადებამ, საქართველოში მოქმედი დესტრუქციული ჯგუფების თვითლუსტრაცია მოახდინა. უნებლიედ აღიარეს, რომ გარკვეული ორგანიზაციები და პირები მართლაც იღებენ დაფინანსებას ტაივანიდან