“ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ” – რაშფორდმა დაადასტურა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე მარკუს რაშფორდს გაყიდის, ამის შესახებ ინფორმაცია ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა გაავრცელა, წყაროს ცნობით ინგლისელი “მანკუნიანელთა” ახალი მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის სამომავლო გეგმებში არ შედის.
ინფორმაცია უფრო სანდო გახადა იმ ფაქტმაც, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა რაშფორდი “მანჩესტერ სიტისთან” სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.
საბოლოოდ კი მარკუსმა თავადაც დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში “წითელ ეშმაკებს” დატოვებს.
“ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ, ჩემზე ბევრი ჭორი ვრცელდება, თუმცა სინამდვილეში ძალიან მარტივი ადამიანი ვარ, რომელსაც მხოლოდ ფეხბურთის თამაში სურს”, – განაცხადა რაშფორდმა.
ფაბრიციო
რომანოს ცნობით, ინგლისელი შემტევი კარიერის გაგრძელების საუკეთესო ვარიანტად ლა ლიგას მიიჩნევს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი კლუბები ინტერესდებიან რაშფორდის გადაბირებით.
მარკუსი “მანჩესტერ იუნაიტედის” აკადემიის აღზრდილია, იგი ძირითად გუნდში 2015 წლიდან ასპარეზობს და “მანჩესტერელთა” მაისურით ჩატარებულ 287 მატჩში 87 გოლი აქვს გატანილი.