“ახალი არჩევნები მთელი ქვეყნის მოთხოვნაა” – სალომე ზურაბიშვილი ხვალ პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტის, ს განცხადებით, ხვალ პარლამენტთან აქციას შეუერთდება და სიტყვით გამოვა.
როგორც პრეზიდენტმა ბრიფინგზე თქვა, ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა დააფიქსიროს, რომ ახალი მთელი ქვეყნის მოთხოვნაა.
“სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის მე ხვალ ვიქნები პარლამენტის წინ ხალხთან ერთად. 21:00 საათზე გამოვალ სიტყვით, რათა ყველამ ერთად – არა მხოლოდ მათ, ვინც აქ არიან და მუშაობენ, არამედ იმ ადამიანებთან ერთადაც, ვინც სხვადასხვა ფორმით სხვადასხვა ადგილზე მართავს პროტესტს და ვინც ეს პროტესტი საზღვრების გარეთ გაიტანა, დავაფიქსიროთ, რომ არჩევნების გარეშე არაფერი იქნება და რომ ეს მთელი ქვეყნის მოთხოვნაა. ასე რომ, ხვალ დარწმუნებული ვარ, იმაზე უფრო მეტნი ვიქნებით, ვიდრე ყოველდღიურად ვართ”,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.