BLB-ს დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, კახა შარაბიძე ამბობს, რომ არსებული ვითარების ფონზე, ბიზნესზე წნეხი მზარდია, ქვეყანას კი ძალიან ცუდი საინვესტიციო იმიჯი აქვს.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, პროექტების პირველი დაპაუზება ჯერ კიდევ “რუსული კანონის” პროცესების დროს დაიწყო, თუმცა მაშინ იყო მოლოდინი, რომ არჩევნების შემდგომ ვითარება განიმუხტებოდა, რაც ასე არ მოხდა.
შარაბიძე მიიჩნევს, რომ ახალი არჩევნებია ნაბიჯი, რომელიც ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.