ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული – ზურაბიშვილმა ივანიშვილი სასაუბროდ სასახლეში მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, პრეზიდენტის სასახლეში მიიწვია.
როგორც მან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განმარტა, მზადაა დაჯდეს ივანიშვილთან, რომ ერთად მოიფიქრონ ახალი არჩევნების რიცხვი.
პრეზიდენტის თქმით, ახალი არჩევნების რიცხვი 29 დეკემბრამდე უნდა იყოს შეთანხმებული.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს . არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.