ახალი ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთში 2023 წელს რასისტული განწყობები გაიზარდა

საფრანგეთში, რასიზმი და შეუწყნარებლობა მატულობს, რასაც ხელს უწყობს ღაზაში ომი და ულტრამემარჯვენე იდეები საჯარო დებატებში, თქვა საფრანგეთის ადამიანის უფლებათა კომისიამ (CNCDH), ხუთშაბათს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.
მომავალ საკანონმდებლო არჩევნებში, ულტრამემარჯვენე “ეროვნული მოძრაობა” (RN), გამოკითხვების მიხედვით, ლიდერობს. მისი ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო დაპირება საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაა. კომისიის თქმით, მოძრაობის პლატფორმა “წინააღმდეგობაში მოდის თანასწორობის, ძმობის და თავისუფლების” პრინციპებთან, რაც განსაზღვრულია საფრანგეთის კონსტიტუციით და ხელს უწყობს რასისტულ განწყობებს.
ლე პენის მოძრაობამ 2022 წლის საკანონმდებლო არჩევნებში 88 ადგილი მოიპოვა და გახდა სიდიდით მეორე პარტია პარლამენტში. ხოლო ამ თვის დასაწყისში, ევროპარლამენტის არჩევნებში 30 ადგილი მოიპოვა.
ღაზაში ომმა გამოიწვია ანტისემიტიზმისა და ისლამოფობიის ზრდა საფრანგეთში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ნაწილებში.
“ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი რეგულარულად იწვევს (ანტისემიტურ) აქტებს, რომლელმაც პიკს მიაღწია ს არმიის მიერ პალესტინის ტერიტორიებზე განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებაში. მაგრამ ეს დონე უპრეცედენტოა”, – თქვა CNCDH.
„საიმიგრაციო კანონმა, რომელიც მთავრობამ 2023 წლის თებერვალში შემოგვთავაზა და შეიცავდა (RN-ის იდეებს)… გააძლიერა ეს ქსენოფობიური ტენდენცია“, – ნათქვამია განცხადებაში.
ანტისემიტური და ანტიმუსლიმური ინციდენტების შესახებ ცნობები გაიზარდა 284%-ითა და 29%-ით შესაბამისად, ხოლო სხვა სახის რასისტული აქტები 21%-ით.
რესპონდენტთა 51% აღარ გრძნობს თავს სახლში დაცულად საფრანგეთში, 2022 წელს 43%-თან შედარებით, რასაც ანგარიშის ავტორები იმიგრაციის საკითხს უკავშირებენ. RN-ის მხარდამჭერებს შორის ეს მაჩვენებელი 91%-ია.
გამოკითხული საფრანგეთის მაცხოვრებლების 43% ფიქრობს, რომ დაუცველობა ძირითადად იმიგრაციით არის განპირობებული, RN-ის მხარდამჭერების 83%-თან შედარებით.
69% არ უჭერს მხარს RN-ის „ეროვნული უპირატესობის“ იდეას, რომ ფრანგებს უნდა მიენიჭოთ უპირატესობა სამუშაოს, შეღავათებისა და საცხოვრებლის კუთხით, ვიდრე უცხოელებს.

ასევე დაგაინტერესებთ