ახალდაბის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანახმად ბორჯომის ხეობაში, დაბა ახალდაბას მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლს 4 სექტემბრის დილიდან სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი აქრობდა. პროცესში ჩართული იყო 150 მეხანძრე-მაშველი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ხანძრის ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და “მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება”. ისინის ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
ხანძარი, რომელმაც დახლოებით 1 ჰა ფართობი მოიცვა, 3 სექტემბერს, სოფელ ახალდაბიდან დაახლოებით 30 კ-ში გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი.

ასევე დაგაინტერესებთ