ახალდაბის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობაში 4 ვერტმფრენია ჩართული – შსს

ახალდაბაში მეორე დღეა ტყეში გაჩენილ ხანძარს აქრობენ. როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა უთხრა ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს დაახლოებით 1 ჰექტარ ფართობზე გავრცელებული ხანძრის ჩასაქრობად 4 სექტემბრის 10 საათიდან ავიაციაც ჩაერთო, ხანძრის ლოკალიზებაში ჩართულები არიან 150 მეხანძრე-მაშველი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები და სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი.
მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, პროცესში სხვა ტერიტორიული ადმინისტრაციების რეინჯერებიც ჩაერთვებიან. შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობით
ლევან მუსელიანის თანახმად, ამჟამად არ არსებობს ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება.
კლდოვანი რელიეფის გათვალისწინებით ადგილამდე ვერ მიდის ტექნიკა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად ხანძრის მონიტორინგი დრონების საშუალებით ხორციელდება.
ხანძარი 3 სექტემბერს, სოფელ ახალდაბიდან დაახლოებით 30 კ-ში გაჩნდა. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ