ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხდა.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და „სტრასბურგის“ თავდამსხმელმა ემეგამ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ავადმყოფობის გამო საზონოვი ვერ დაეხმარა, ორივე გოლი დაცვის ცენტრიდან გაუშვა. ქართველი ფეხბურთელები არ შედრკენ, შეტევებზე გადავიდნენ, მეტოქე კი უხეშობდა და მათმა სამმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. 31-ე წუთზე ო. მამაგეიშვილმა ხვადაგიანის პასით ანგარიში შეამცირა. მომენტები კვერნაძეს და გ. მამაგეიშვილსაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გიტანეს. პირველი ტაიმის დასასრულს ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და ემეგას ჰეთ-თრიკის შესრულება
მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება.
შესვენების შემდეგ ნიდერლანდებმა ზეწოლა გააძლიერეს: პირისპირ გასულ ემეგას დარტყმული ბურთი კვლავ მოიგერია ხარატიშვილმა, მანჰუფმა მცირედით ააცილა მიზანს, ხოლო ოჰიომ მესამე გაგვიტანა. თან უგრეხეძემ ტრავმა მიიღო და ოდიშვილმა შეცვალა. მერე მსაჯმა ჩვენს კარში ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა და ოჰიოს უხეიროდ დარტყმულ ბურთს ხარატიშვილი დაეუფლა.
სვანაძის გუნდი 16 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს იონკოპინგში შვედეთთან გამართავს, რომელიც მეორე პოზიციაზე ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტია.
ნიდერლანდები – საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ემეგა (4), 2:0 ემეგა (18), 2:1 ო. მამაგეიშვილი (31), 3:1 ოჰიო (71)
გამოუყენებელი პენალტი: ოჰიო (79, ნიდერლანდები)
საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი (გოგოტიშვილი 57), უგრეხელიძე (ოდიშვილი 74), ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე, გაგნიძე (ოსიყმაშვილი 81), გ. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 57), ო. მამაგეიშვილი ოდიშარია (გორდეზიანი 81), კვერნაძე