“ახალგაზრდული მსვლელობა ევროპისთვის” – აღნიშნული სლოგანით “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით მსვლელობა მიმდინარეობს

“ახალგაზრდული მსვლელობა ევროპისთვის” – აღნიშნული სლოგანით საზეიმო ღონისძიების დაწყებამდე გაიმართება მსვლელობა. “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით, სტუდენტები და ახალგაზრდები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან. სულ ცოტა ხანში ისინი მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივლენ.
ამ ეტაპისთვის, მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის ორგანიზაციის წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები. მოგვიანებით ახალგაზრდები თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდებიან, სადაც ერთად აღინიშნება ის ისტორიული გამარჯვება და ისტორიული თარიღი და გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთან მიმართებით გამოაცხადა. საუბარია კანდიდატის სტატუსის მიღებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში