საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ახალ შესარჩევ ციკლს 9 სექტემბერს, 20:00 საათზე, ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს. ახალგაზრდული, ბრიტანელებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდი, ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიის, მალტა, ლატვიის, საბერძნეთის და გერმანიის 21-წლამდე ნაკრებების წინააღმდეგ იასპარეზებს. მოახლოებული პირველი ტურის წინ, მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები: მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), საბა ქაჯაია (რეალ მურსია, ესპანეთი), რევაზ კურტანიძე (იბერია 1999).
მცველები: ჟორჟე ქარსელაძე (აკადემიკა კოიმბრა, პორტუგალია), დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), მათე შათირიშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია).
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია 1999), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ცოტნე ბერელიძე (დინამო თბილისი), გია ნადარეიშვილი (გაგრა), ირაკლი იეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გიორგი ხარებავა (კოლხეთი ფოთი 1913), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი).
თავდამსხმელები: დიეგო დეისაძე (ტერმალიკა ნეცეჩა, პოლონეთი), საბა გეგიაძე (სპაერი), დავით გოცირიძე (გაგრა).
ახალი ფორმაციის 21-წლამდელების პირველ შეკრებას, ინგლისური ნიუკასლის წევრი – ვახტანგ სალია ტრავმის გამო ვერ შეუერთდება.
NAKREBI.GE
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
U21. რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში?
ცუდი ამბავი – საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
ახალგაზრდული ნაკრები ნიდერლანდებთან დამარცხდა და შვედეთთან გადამწყვეტი მატჩი ელის [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი – ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
