სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი წერილს ავრცელებს:
„ბათუმში ხელისუფლების დაქირავებული ტიტუშკები თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეძახიან.
მე მათ მოვუწოდებ ეს შეძახილები ნუ დააკომპლექსებთ. ნაციონალურმა მოძრაობამ დაამარცხა ფეოდალური სეპარატისტი ასლან აბაშიძე და შექმნა აჭარის სასწაული.
ოცნებამ მოსპო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გააუქმა “როიალ კარიბეანის” პროექტი, აღადგინა კორუფცია არნახული მასშტაბით.
ოლიგარქს ყოველთვის სძულდა აჭარა და ახლა სახალხო პროტესტის ფონზე ეს სიძულვილი მას გაუორმაგდა. აქედან მოდის ახალგაზრდების მიმართ ეს რეპრესიები.
2004 წელს ბათუმის საუნივერსიტეტო პროტესტმა გამოიწვია აჭარის გათავისუფლება. ახლაც, ეს მოძრაობა განწირულია გამარჯვებისთვის!“