ახალგაზრდები, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს აპროტესტებენ, მსვლელობით კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მსვლელობით კვლავ საქართველოს პარლამენტის შენობასთან დაბრუნდნენ.
ამ დროისთვის,პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გახსნილია. აქციის მონაწილეები კი უშუალოდ პარლამენტის შენობის სიახლოვეს იმყოფებიან.
ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია
მანამდე ახალგაზრდები მსვლელობით მივიდნენ “ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს