ქართველი მეცო-სოპრანო ეკატერინე ბუაჩიძე მსოფლიო საოპერო კონკურსის, „ოპერალიას” გამარჯვებული გახდა. ამასთან ეკატერინეს გადაეცა სარსუელასა და მაყურებლის ჯილდოებიც. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ კონკურსის მთავარი პრიზის მფლობელი ქართველი მონაწილე პირველად გახდა.
„მგონია, რომ სიზმარში ვარ. “ოპერალია” ყველაზე დიდი საოპერო კონკურსია და ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა,” – ამბობდა ეკატერინე ბუაჩიძე.
ეკატერინა 2002 წლის 10 ოქტომბერს დაიბადა. მან მისი კარიერის განმავლობაში უამრავ ოპერასა და სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა.
ეკატერინე ბუაჩიძე თბილისის ვანო სარაჯიშვილის კონსერვატორიის კურსდამთავრებულია და ამჟამად მიუნხენის ბავარიული სახელმწიფო ოპერის სტუდიის წევრია, სადაც სადაც სხვადასხვა სპექტაკლში იღებს მონაწილეობას და განაგრძობს პროფესიულ ზრდას. მისმა ხმამ და სცენურმა ენერგიამ მალევე დაიპყრო საოპერო სამყარო.
აღსანიშნავია 2022-23 წლებში მონაწილეობდა ახალგაზრდა არტისტთა პროგრამაში Teatro dell’Opera di Roma.
„ოპერალია“ 1993 წელს მსოფლიო ბარიტონმა პლასიდო დომინგომ დააფუძნა და დღეს იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საოპერო კონკურსად ითვლება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენა და მათი კარიერის საერთაშორისო ასპარეზზე გაძლიერება.
ყოველწლიურად „ოპერალიაში“ მონაწილეობას იღებენ ასობით ნიჭიერი არტისტი სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო ფინალისტები ასპარეზობენ მსოფლიოს წამყვან ოპერის თეატრებში. ჟიურის წევრებს შორის არიან სახელგანთქმული დირიჟორები, რეჟისორები და სააგენტოების წარმომადგენლები, რაც მონაწილეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს პროფესიული ზრდისა და ახალი სცენური გამოცდილების მოსაპოვებლად.
მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში, „ოპერალიამ“ არაერთი უკვე ცნობილი საოპერო ვარსკვლავი გააცნო მსოფლიოს, რითაც კონკურსი საოპერო ხელოვნების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.


