ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1-ელ ოქტომბერს თავს დაესხნენ, კლინიკაში გარდაიცვალა – საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი დააკავეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, გიგა ავალიანს თავს რამდენიმე არასრულწლოვანი 1-ელ ოქტომბერს დაესხა, რის შედეგადაც მან თავის არეში დაზიანება მიიღო. ის კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.




