ახალგაზრდა ავსტრიელი ქალი აპირებს მემკვიდრეობით მიღებული მილიონები გაუნაწილოს მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება

31 წლის ავ­სტრი­ე­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი, რო­მელ­მაც ბე­ბი­ის­გან მემ­კვიდ­რე­ო­ბით 27,1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო, ვა­კან­სი­ებს აცხა­დებს – ის ეძებს 50 ადა­მი­ანს, რათა შექ­მნას გუნ­დი, რო­მე­ლიც მის მემ­კვიდ­რე­ო­ბას გან­კარ­გავს.

მარ­ლინ ენ­გელ­ჰორ­ნი ადა­მი­ა­ნებს გუ­ლუხვ გა­სამ­რჯე­ლოს ჰპირ­დე­ბა.

მარ­ლინ ენ­გელ­ჰორნს ეს უზარ­მა­ზა­რი ქო­ნე­ბა გარ­დაც­ვლილ­მა ბე­ბი­ამ, გერტრუ­და ენ­გელ­ჰორნ-ვე­ჩი­ა­ტომ და­უ­ტო­ვა. გერტრუ­და ქი­მი­უ­რი პრო­დუქ­ცი­ის სა­წარ­მოს, BASF-ის დამ­ფუძ­ნებ­ლის, ფრიდ­რიხ ენ­გელ­ჰორ­ნის შთა­მო­მა­ვა­ლი იყო და Forbes-ის ცნო­ბით, 95 წლის გერტრუ­დას ქო­ნე­ბა გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე 4.2 მი­ლი­არდს შე­ად­გენ­და.

მარ­ლი­ნი ამ­ბობს, ამ­ხე­ლა თან­ხა არა­ფერ­ში სჭირ­დე­ბა და სურს, ერ­თგვა­რი საბ­ჭო შექ­მნას, რო­მე­ლიც ფუ­ლის გო­ნივ­რუ­ლად გა­და­ნა­წი­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

“მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ვი­ღე ქო­ნე­ბაც და ძა­ლა­უფ­ლე­ბაც, ამის­თვის ჩემი შრო­მით არ მი­მიღ­წე­ვია. სა­ხელ­მწი­ფო ამ­ხე­ლა ქო­ნე­ბის­თვის გა­და­სა­ხადსაც კი არ მი­წე­სებს. თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თა­ვი­ანთ საქ­მეს არ აკე­თე­ბენ, მა­შინ ჩემი ქო­ნე­ბა თვი­თონ­ვე უნდა გა­და­ვა­ნა­წი­ლო სა­მარ­თლი­ა­ნად”,- გა­ნა­ცხა­და მარ­ლინ­მა.

  • ენ­გელ­ჰორნს გა­სას­ხვი­სე­ბე­ლი თან­ხის ზუს­ტი ოდე­ნო­ბა არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია, მაგ­რამ წარ­სულ­ში აღუ­ნიშ­ნავს, რომ თა­ვი­სი ქო­ნე­ბის 90%-ს თა­ვი­სუფ­ლად შე­ე­ლე­ო­და.

მარ­ლინ ენ­გელ­ჰორნ­მა და­ი­წყო დამ­ხმა­რე ადა­მი­ან­თა ძებ­ნა და 16 წელს ზე­მოთ გა­და­ცი­ლე­ბულ ავ­სტრი­ე­ლებს მას­თან მუ­შა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა.

“საბ­ჭო­ში სხვა­დას­ხვა ასა­კის, სო­ცი­ა­ლუ­რი კლა­სის და წარ­მო­მავ­ლო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ისი­ნი იდე­ებს მო­მაწ­ვდი­ან და და­მეხ­მა­რე­ბი­ან, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით მი­ვი­ღო”, – ენ­გელ­ჰორ­ნი ამ პრო­ცესს “დე­მოკ­რა­ტი­ის მსა­ხუ­რე­ბას” უწო­დებს.

“ვე­ტოს უფ­ლე­ბას არ ვი­ტო­ვებ. ჩემს ქო­ნე­ბას ეს 50 ადა­მი­ა­ნი გან­კარ­გავს და მე მათ სრულ ნდო­ბას ვუ­ცხა­დებ”,- აცხა­დებს 31 წლის მი­ლი­ო­ნე­რი.

საბ­ჭო აკა­დე­მი­კო­სებ­სა და სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად, მარ­ტი­დან ივ­ნი­სამ­დე ზალცბურ­გში შე­იკ­რი­ბე­ბა.

წყა­რო: nypost

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა